30 მაისი, 2021

ნუცა ბუზალაძე ალბანეთის ფესტივალის გამარჯვებულია

ნუცა ბუზალაძე ალბანეთის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

“მოვიგე!” – გვამცნო ნუცამ და გამარჯვების ვიდეოც გაგვიზიარა.

40 ფინალისტს შორის საუკეთესოდ სწორედ ნუცას შესრულება დასახელდა. ფესტივალზე მან მიშო სულუხიას ულამაზესი სიმღერა “We Are One” წარადგინა.

მიშო სულუხია: 

“ეს იყო კონკურსი, სადაც ახალი სიმღერა იმარჯვებდა და რომ არა ნუცა, ეს სიმღერაც არ გაიმარჯვებდა. ბრავო, ნუცა, გილოცავ, თავს მეც გამარჯვებულად ვგრძნობ და დიდი მადლობა ამისთვის.”