17 მაისი, 2021

ნანი ბრეგვაძის წარმატების საიდუმლო

მომღერალი ნანი ბრეგვაძე თავისი წარმატების საიდუმლოს ამხელს და მიაჩნია, რომ ათასობით მსმენელის სიყვარული მხოლოდ თავისი გულწრფელობით დაიმსახურა.

როგორც ხელოვანი ამბობს, ის სცენაზე ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება და ალბათ ამიტომაცაა, რომ 80 წელს გადაცილებულ მომღერალს კვლავაც უდიდესი აღფრთოვანებით ხვდებიან.

“ხანდახან საშინლად განვიცდი, რომ ვბერდები…

სული არ ბერდება, მაგრამ წლები ხომ მემატება?!

ხანდახან ძალიან მიხარია, რომ ასეთი ცხოვრება გავიარე, ხანდახან კი საერთოდ მავიწყდება რამდენი წლის ვარ.”