8 მაისი, 2021

მხატვარი გელა ფილაური 60 წლის გახდა

მხატვარი გელა ფილაური 60 წლის გახდა. ამ ღირშესანიშნავ თარიღს იუბილარი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნავს.

მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეებისა, მხატვარი სრული დატვირთვით მუშაობს და აქტიურად ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში; მისი ბოლო პერიოდის მიღწევები – პირველი ადგილი XXVIII საერთაშორისო ფესტივალზე “რუსეთის თასი მხატვრულ შემოქმედებაში” (20 – 25 აპრილი 2021), ასევე ის გახდა VII საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი “2020 წლის საუკეთესო ნამუშევრები” (ასოციაცია VATIKAM, პარიზი, საფრანგეთი), რომლის შედეგები ამა წლის მარტში გახდა ცნობილი.

დეტალურად გელა ფილაურის შემოქმედების გაცნობა შესაძლებელია საიტზე www.damenia-philauri.com 

ეს კი იუბილარი მხატვრის ნამუშევრების მცირედი ნაწილია:

“ავტოპორტრეტი” ქაღალდი, პასტელი 65×45, 2020

“ძველი სახლი” ქაღალდი, აკვარელი 30×42, 2016

“ძველი სახლი თბილისში” ქაღალდი, აკვარელი 28×36, 2021


 
“ქუჩა ძველ თბილისში” ქაღალდი, აკვარელი 42×30, 2021

“რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი” ქაღალდი, აკვარელი, გუაში 30×20, 2021

დიპლომი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი “2020 წლის საუკეთესო ნამუშევრები” VATIKAM, პარიზი, საფრანგეთი მარტი 2021

დიპლომი – I ადგილი რუსეთის თასი XXVIII საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია 13 – 25 აპრილი 2021