26 მაისი, 2021

ხატია ბუნიათიშვილის მადლობა

მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მადლობას საჯაროდ უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობაში წვლილი შეიტანა:

“დღეს დამოუკიდებლობის დღეა! ყველას მადლობა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობაში წვლილი შეიტანა და ხსოვნა მათ, ვინც ქვეყნის თავისუფლებისთვის, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

ჩვენი მოუშუშებელი ტკივილია გმირების თავგანწირვა. მათი ხსოვნა ჩვენი სინდისია და საერთო შემახსენებელი ურთიერთ მოსმენის, დანდობის, პატიების, სიყვარულის.”