13 მაისი, 2021

ხატია ბუნიათიშვილი ისევ ყურადღების ეპიცენტრშია

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ისევ ყურადღების ეპიცენტრშია.

ქართველმა მუსიკოსმა Cartier-სთვის ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ხატია Cartier-ს სახეა. ის მსოფლიოში ცნობილი ბრენდის მიერ შექმნილ უახლეს სამკაულებს უწევს რეკლამას.

ქართველი პიანისტის ახალმა ფოტოებმა მის მრავალრიცხოვან გულშემატკივარში უდიდესი სიხარული და მოწონება დაიმსახურა. ხატიას ულამაზესი, შეუდარებელი, სუპერ ვარსკვლავი, მშვენიერი და უნიჭიერესი უწოდეს.