იმედა კახიანის უდიდესი გამოცდა

იმედა კახიანის უდიდესი გამოცდამსახიობ იმედა კახიანს ცხოვრებამ არაერთი გამოცდა მოუწყო. ხელოვანს ათასობით განსაცდელის გადალახვა მოუწია. პრობლემები კი ბავშვობიდანვე დაიწყო.

ვლადიმერ კახიანმა პირველ ბიჭს იმედა დაარქვა. მომავალი მსახიობი 10 წლის იყო, როცა მამიდამ თბილისში წამოიყვანა, თუმცა ორ წელიწადში მამიდა გარდაიცვალა და ბიჭი სრულიად მარტო დარჩა. სამწუხაროდ, მის მშობლებს ქალაქში ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ, რადგან მამა გადასახლებული იყო.

პატარა იმედა იძულებული გახდა თბილისში სრულიად მარტოს ეცხოვრა, რათა თბილისში მშობლების ბინა შეენარჩუნებინა და მთავრობას არ წაერთმია.

დედა ოცნებობდა ექიმი შვილი ჰყოლოდა, თუმცა იმედა კახიანი თეატრალურ ინსტიტუტში აღმოჩნდა და მსახიობიც გახდა.

რეჟისორ შოთა მანაგაძის “საბუდერალი ჭაბუკი” მისი პირველი ფილმი იყო, რომელმაც ახალბედა მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა.

იმედა კახიანმა ცხოვრების თანამგზავრად ფლორა ანთიძე აირჩია. მათ ოჯახში ბედნიერებამ დაისადგურა, თუმცა ცხოვრებამ მსახიობს კიდევ ერთი უდიდესი ტკივილი მიაყენა – მისი ბიჭი ლადო 14 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობის გოგონა ეკა კი ანსამბლ “მზიურის” წევრი გახდა და მისთვის სახელოვნებო სამყაროს კარი ფართოდ გაიღო. მომღერალმა მსახიობობაც არაჩვეულებრივად აითვისა და მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლებში მიიღო მონაწილეობა.

ეკას ორი ქორწინებიდან სამი გოგონა ჰყავს – ნინი ბადურაშვილი რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისგან, ანასტასია და ქეთო თოფურიძეები კი – ნიკო თოფურიძისგან.

იმედა კახიანმა 80 წელს რამდენიმე წელია გადააბიჯა და ახლა შვილიშვილებსა და შვილთაშვილებთან ურთიერთობით ტკბება.