11 მაისი, 2021

ილიკო სუხიშვილის მთავარი საიდუმლო

სუხიშვილების ხსენებაზე ყველას მაშინვე ანსამბლის დამაარსებლები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ახსენდება.

აი, ილიკო სუხიშვილის მთავარი საიდუმლო, რამაც ანსამბლი ასეთ მწვერვალზე აიყვანა:

“ახლა, როცა ამდენი წელი გავიდა, ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში, ისევე, როგორც ჩვენი ანსამბლის თავგადასავალში, კაცმა ყველაფერი შეიძლება დაინახოს: აღმაფრენაც და იმედგაცრუებაც, კატორღული შრომაც და ლხინიც, უანგარო მეგობრობაც და კომერციაც, დარდიმანდობაც და პოლიტიკაც კი, მაგრამ ჩემთვის და ნინოსთვის ყოველთვის მთავარი თითონ ცეკვა იყო.

ცეკვა კი სხვა არაფერია, თუ არა მუსიკის რიტმში მოძრაობის თანდაყოლილი სურვილი, რომელიც ყველა ადამიანსა აქვს; ჩვენთვის მთავარი იყო იმ რიტმების ამოცნობა, იმ მოძრაობების პოვნა და დახვეწა, რომლებსაც ქართული ჯიშისა და კავკასიური მოდგმის წინაპრებმა ჯერ კიდევ უხსოვარ დროში მიაგნეს.

ამ რიტმებმა და ილეთებმა საუკუნეები გამოიარა, გაუძლო განადგურებას, დავიწყებას, უცხო გავლენებს და დღემდე მოაღწია. ეს რიტმები და ილეთებია ის ძვირფასი საშენი მასალა, რისგანაც ჩვენ თანამედროვე ქართულ ქორეოგრაფიას ვაშენებდით და ცეკვებს ვქმნიდით.”