6 მაისი, 2021

გიგო გაბაშვილის ნამუშევარი იყიდება

ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის დამფუძნებლის გიგო გაბაშვილის ნამუშევარი russianartcollection.com-მა გასაყიდად გამოიტანა.

1892 წელს შესრულებული ნახატი იდეალურ მდგომარეობაშია და გასაყიდი ფასი მითითებული არ არის.

გიგო გაბაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული. მხატვრის ყველაზე ყველაზე მეტი ნახატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია. გიგო გაბაშვილის 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამთვალიერებელს მხატვრის ნამუშევრების ნახვის საშუალება მიეცა.

ქართველი ფერმწერის ნახატების მიმართ საერთაშორისო აუქციონებზე ინტერესი დიდია და ისინი სოლიდურ ფასადაც იყიდება.