3 მაისი, 2021

ეკა კვალიაშვილი გვაფრთხილებს

მომღერალი ეკა კვალიაშვილი გვაფრთხილებს და თითოეულ ჩვენგანს გვთხოვს, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია:

“ნურავის დაავიწყდება – საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია!

თუ ვინმე ექიშპება საქართველოს, ღვთისმშობელს ექიშპება! ვაი მათ, ვინც გაბედავს და სულს გაყიდის! ოთხმაგი ძალით დაატყდება თავს ყველაფერი ის, რასაც სხვებისთვის ისურვებს!

საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ სათხოვარი არ გაუხდეს არაფერი. საქართველო იქნება მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. საქართველოში ცხოვრება და მოქალაქეობა სანატრელი გახდება. საქართველო იბერიაა და კავკასიის ცენტრი. აქ სიყვარულია! აქ სინათლეა! აქ ღვთისმშობელი და უფალია! აქ იესოს სავანეა! მე მიყვარს ჩემი სამშობლო!

აქ თავად იმსხვრევა სიბნელე, რადგან ჩემი და თქვენი სამშობლოს ბრწინვალებას ვერ უძლებს! აქ სიყვარულია! სიყვარული კი შემოქმედი, აბსოლუტი უფალია!”