21 აპრილი, 2021

უმნიშვნელოვანესი მომენტი ხელოვნების სასახლისთვის

ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ძვირფასო მეგობრებო, ხელოვნების სასახლის ისტორიაში დადგა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი – ჩვენი მუზეუმი მონაწილეობს ევროპის საუკეთესო მუზეუმების კონკურსში.

ის, რომ ჩვენ ნომინანტები ვართ, უკვე დიდი მიღწევაა, თუმცა კონკურენცია უდიდესია და თქვენი მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება! თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასოდეს! წელს ეს პრესტიჟული კონკურსი, პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ მიმდინარეობს, ამიტომ გთხოვთ შეხვიდეთ მითითებულ ბმულზე, ნახოთ ჩვენი მუზეუმისადმი მიძღვნილი ვიდეო სიუჟეტი, გაიზიაროთ და მოიწონოთ ის, ნახვების და მოწონებების რაოდენობა, დარწმუნებული ვარ, იმოქმედებს ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებაზე!

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოში უყვართ ხელოვნება, პატივს სცემენ ისტორიას, უყვართ ჩვენი მუზეუმი და ხელოვნების სასახლე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმია!

მადლობა თანადგომისათვის! პატივისცემით თქვენი მონა-მორჩილი გიორგი კალანდია.”