4 აპრილი, 2021

უკანასკნელი საჩუქარი გურამ დოჩანაშვილს

მწერალ გურამ დოჩანაშვილს უკანასკნელი საჩუქარი უსახსოვრა კომპოზიტორმა და პოეტმა დავით ევგენიძემ:

“გურამ დოჩანაშვილის

არაფერი არ სრულდება –
როცა ნება აღსრულდება
ხვთის…
არც სუნთქავ და
არც გწყურდება
მომავალი წარსულდება –
სულ სხვა მხარეს
დაინახავ გზის…
დრო გავა და
დრო არ გავა…
მერე შენს სულს
გადარგავ და
სულ სხვა სითბოს
გაჩუქებენ მზის…

ცის სამოსელს ატარებდით –
არ სრულდებით…
არ მთავრდებით…
ხვთის შვილი და
ბინადარი ცის…”