8 აპრილი, 2021

თეონა კონტრიძის კონცერტი 9 აპრილს მოსკოვში

მოსკოვში 9 აპრილს მომღერალი თეონა კონტრიძებ რომელსაც “ქალი ფურორი” უწოდეს, კონცერტს გამართავს.

“ვეგას სითი ჰოლში” დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 1500-6000 რუბლია.

თეონას კონცერტზე 16 წლამდე მსმენელი არ დაიშვება.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მომღერალი შეკრებილი საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული საკონცერტო პროგრამით წარსდგება.