4 აპრილი, 2021

თეა გვასალია გურამ დოჩანაშვილზე

მწერალ გიორგი დოჩანაშვილზე ტელეწამყვანი თეა გვასალია ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:

“ერთს ვიტყვი. გურამ დოჩანაშვილი ინგლისურ ან ესპანურენოვანი მწერალი რომ ყოფილიყო, “ნობელი” არ აცდებოდა.

სადმე, სამხრეთ ამერიკაში რომ დაბადებულიყო, ესპანურად დაწერილი “სამოსელი პირველი”, იგივე პერსონაჟებით, “მარტოობის ას წელიწადთან” ერთად ითარგმნებოდა მსოფლიოს ყველა ენაზე, “ვატერპოლოო” სახელმძღვანელოებში შევიდოდა, კეჟერაძეებს კი მთელი მსოფლიო იმ ქვეყნის მოსახლეობასთან გააიგივებდა, რომელსაც მწერლის თავის წიაღში შობის პატივი ერგებოდა წილად.

თვით გენიოსს “კათარზისიდან” არ მოუწევდა ცოლ-შვილისთვის სადილის ნარჩენების ზიდვა და დღეს მთელი მსოფლიოს საინფორმაციოები მისი გარდაცვალების სამწუხარო ამბით დაიწყებოდა. იმედია, მთაწმინდაზე დარჩენილია მისი ადგილი.

P.s. მეგობრებო, რადგან ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბატონი გურამი თავად ჰყვება უფასო სასადილოს ამბავს. წელს არ აზუსტებს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს როდის იყო, როცა გენიოსს ასე უჭირს ეს ზოგადად ქვეყნის სირცხვილია და არა რომელიმე მთავრობის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფონდ “ქართუს” დახმარებაზე თავად მწერალს უთქვამს უარი, როგორც ეს ფონდ “ქართუს” ადმინისტრაციის 2018 წელს გამოქვეყნებულ განცხადებაში წავიკითხე.”