14 აპრილი, 2021

თამთა ინაშვილის უარი ბესო ზანგურთან ერთად თამაშზე

მსახიობი თამთა ინაშვილი მხარდაჭერას უცხადებს ნინუცა მაყაშვილს და პროტესტის ნიშნად ბესო ზანგურთან ერთად აღარ აპირებს ითამაშოს სპექტაკლში “სადღაც ცისარტყელას მიღმა”:

“რუსთაველის თეატრი – სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს ნინუცა მაყაშვილს. მე შენს გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას…

“სადღაც ცისარტყელას მიღმა” – არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ მასთან ერთად სცენაზე დგომას!”