26 აპრილი, 2021

თამარ მეფის გამქრალი ფრესკა

საქართველოში არსებულ უამრავ ეკლესია-მონასტერში თამარ მეფის ფრესკა სულ ხუთგან იყო. მათგან ერთ-ერთი ოზაანის ამაღლების ტაძარია. სწორედ ამ ეკლესიაში იყო თამარ მეფის მეხუთე ფრესკა, რომელიც აღარ იკითხება.

ნოდარ პაპუაშვილი, ხელოვნებათმცოდნე:

“ოზაანის ,,ამაღლების” ტაძარი და მისი გასაოცარი სამკაული… ერთ დროს, აქ თამარ მეფის მეხუთე ფრესკა იყო, რომელიც აღარ იკითხება…

გადმოცემით კი, ფიროსმანი ხშირად მოდიოდა და კედლის მხატვრობიდან იღებდა გაკვეთილებს – სულ ერთ ნაბიჯი იყო’მირზაანიდან ოზაანამდე…

ეს რელიეფური სამკაული კი რენე შმერლინგის მიერაა გადმოხატული და 1954 წლის წიგნშია განთავსებული ,,ქართული ხუროთმოძღვრების ორნამენტი”. ასეთ ორნამენტს რომ დაგიდებს წინაპარი, მისი სახელი და გვარი არც რომ იცი…”