სასტიკი ვანდალიზმი VI საუკუნის ეკლესიაში

ქვემო ქართლში VI საუკუნის ეკლესიაში სასტიკი ვანდალიზმი განხორციელდა.

ჭივჭავის თემის სოფელ ჯვარაში ველური არქეოლოგიის შემთხვევა დაფიქსირდა.

ნიკო ჯავახიშვილი:

“ველური არქეოლოგიის შედეგი ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის ეზოში! როგორც გვითხრეს, მსვლელობა მიცემულია და საქმე ძიებაზეა გადაცემული.

ეკლესია შუა სოფელში მდებარეობს, უმოქმედოა და ძლიერ დაზიანებული. ადგილობრივებმა ამოთხარეს უნებართვოდ. VI საუკუნის ეკლესიის ეზოში ხდება ეს.

პატარა სოფელია, + გამგებლის წარმომადგენელიც იქვე ცხოვრობს და ასე შემდეგ…”