“ფარული კონვერტი” პროდიუსერებმა დატოვეს

გადაცემა “ფარული კონვერტი” პროდიუსერებმა ქეთი გუნცაძემ და ეკატერინე გვახარიამ დატოვეს:

“ეს არის “ფარულ კონვერტში” ჩემი ქეთი გუნცაძის და ეკას – ეკატერინე გვახარიას 3-წლიანი მუშაობის ბოლო აკორდი. ამ პერიოდში შევხვდით უამრავ საინტერესო სტუმარს, მოვისმინეთ მათი გულახდილი და ემოციური თავგადასავლები, შევიძინეთ მეგობრები…

ყოველთვის ვცდილობდით, სტუმრებს თავი კომფორტულად და შინაურულად ეგრძნოთ, ეთქვათ ის, რასაც აქამდე გულში ინახავდნენ და ვფიქრობ, შევძელით კიდეც და ნინუცაც ამის ნათელი მაგალითია.

სამწუხაროდ, ყველაფერ ამის შემდეგ, ჩვენ თავად აღმოვჩნდით წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლები, ამიტომაც დღეს ვემშვიდობებით “ფარულ კონვერტს”!