9 აპრილი, 2021

ნინო სურგულაძის განსაცდელი

ოპერის მომღერალს ნინო სურგულაძეს ცხოვრებაში არაერთი დაბრკოლება და განსაცდელი გადაულახავს, ამიტომაც სრული სიმშვიდით შეხვდა ახალ განსაცდელს – კორონა ვირუსს:

“არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, სირთულე, ვირუსი თუ სხვა რამე, რასაც ერთმანეთის სიყვარულით, მოფრთხილებით, ერთმანეთზე ზრუნვით და უფლის შეწევნით ვერ მოვერევით.

დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც უკვე კოვიდინფიცირებული ვარ, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

თქვენი სიყვარული და სითბო ახლაც ძალიან გამაძლიერებს. გთხოვთ ყველას ძალიან, გაფრთხილდით, დაიცავით რეგულაციები, ნუ მივცემთ შანსს კოვიდს, მოგვერიოს, ჩვენ მოვერიოთ, ჩვენ ეს შეგვიძლია. მიყვარხართ.”