21 აპრილი, 2021

ნიკა ანთიძე გადადგა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე თანამდებობიდან გადადგა.

მისი განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა.

ნიკა ანთიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ინფორმაცია “მთავარმა” გაავრცელა.