28 აპრილი, 2021

ნარიყალას ციხის კედელი ბლოკით ამოაშენეს

თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის – უძველესი ნარიყალას ციხის კედელი ბლოკით ამოაშენეს.

ინფორმაციას და ფოტოებს ნანა კობალაძე ავრცელებს:

“ესეც ჩვენი ავტოფარეხად ქცეული და ოდესღაც „დროებით“ ბლოკებით „რესტავრირებული“ ნარიყალა…

ახლაც შემოსაზღვრულია ბოტანიკურში გადასახედი, ადრე რესტავრირებული საფეხურები ჩამოშლილია, შესასვლელზე ლურჯი ბრეზენტია ჩამოფარებული… ახალი რესტავრაციის კვალი ვერ შევნიშნე…”