მუსიკოსების ქანდაკებების ავტორს სასამართლოში უჩივლეს

მუსიკოსების ქანდაკებების ავტორს სასამართლოში უჩივლესმუსიკოსების ქანდაკებების ავტორს მოქანდაკე ირაკლი ჟვანიას სასამართლოში უჩივლეს. სარჩელი თბილისის მერიის შპს-მ შეიტანა და ამის მიზეზი წყლისგან მუსიკოსების ქანდაკებების ფერის შეცვალაა.

ირაკლი ჟვანია:

“ტიციან ტაბიძე ამაზრზენმა ბოლშევიკებმა რომ დააპატიმრეს, წამებისგან ძალადაკარგულს მაინც ეყო იუმორის გრძნობა და ჩვენებაში დაუწერია გიორგი სააკაძის ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრი ვიყავიო. იმ გამოქლიავებულ რეგვენ გამომძიებელს კი გიორგი სააკაძეზე ძებნა გამოუცხადებია. მოგონილი გეგონებათ ალბათ, სადამდე შეიძლება ფანტაზია გაწვდეს სირეგვენის…

თბილისის მერიის შპს-მ, რომელიც შადრევნებს “უვლის”, სასამართლოში მიჩივლა და 4000 ლარს მთხოვს იმის გამო, რომ…მუსიკოსების ქანდაკებებმა წყლისგან ფერი იცვალა… უკიდეგანოა ამათი “სახელმწიფოებრივი აზროვნება”, ქიმიის გაკვეთილებზე მაინც გევლოთ სხვა თუ არაფერი….

ამათ ნაირების ხელში 37-ში ხალხის მტრად გამოცხადება და იმქვეყნად გაშვება გარანტირებული გვექნებოდა, კიდევ კარგი, იმ ეპოქაში არ ვცხოვრობთ….”