12 აპრილი, 2021

მუხრან მაჭავარიანის უძლიერესი ლოცვა

მუხრან მაჭავარიანის პოეზიაზე კიდევ ბევრი თაობა გაიზრდება და თითოეული სტროფი მათში პატრიოტულ სულიკვეთებას გააღვივებს.

“არტ ინფო” გთავაზობთ პოეტის ორ პაწაწინა, მაგრამ უძლიერეს ლექსს, რომლებსაც მუხრან მაჭავარიანის ლოცვაც შეიძლება ვუწოდოთ:

“ჩემი გამოდგა მოსისხლე, –
ვინც ვითომ გვერდში მედგა:
როგორც კი წავიბორძიკე, –
მაშინვე ამიმხედრდა!

უზენაესო მამავ და
ძეო და სულიწმიდავ! –
პური მიჭმიე სამართალს. –
სხვა არაფერი მინდა!”

***

“საქართველოსი თუ მართლა
შენ გაბარია მიწა! –
ვფიცავ სამარეს მამისას! –
დედისა სულსა ვფიცავ! –
მოთმინებაშიც უებრო
ყოფილხარ, დედავ ღვთისა!”