26 აპრილი, 2021

მიხეილ ზაქარიაშვილის სასწრაფო მოთხოვნა

მომღერალი და ცნობილი სიმღერების ავტორი მიხეილ ზაქარიაშვილი სასწაფროდ მოითხოვს მოქალაქეობა ჩამოერთვათ იმ პირებს, ვინც ქართული ენა არ იცის:

“სასწრაფოდ მოვითხოვ მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ არაქართული პირებისთვის, ვინც არ იცის ქართული ენა და მოკლე ისტორია, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუნდაც აქ დაბადებულ გაზრდილი იყოს საუკუნეების მანძილზე!

როცა საქართველოში ცხოვრობ, აქ დაიბადე და არ იცი ქართული ენა, ეს იმას ნიშავს, რომ პატივს არ სცემ ამ ქვეყანას, აქ მაცხოვრებელ აბორიგენ ერს და არ აღიარებ მის ტერიტორიულ მთლიანობას!

ასევე ბიზნესის გაკეთება თუ უნდათ უცხოელებს, აუცილებლად ქართველი უნდა ჰყავდეთ წილში ისე, როგორც ეს ხდება დუბაიში და უმუშევრობაც დამთავრდება ბევრისთვის!

სასწრაფოდ ჩააყენონ საზღვრებთან მესაზღვრეთა და სამხედროთა გაძლიერებული შემადგენლობა, რათა დაცული იქნას სათანადოდ ჩვენი საზღვრები!

სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება მოსაზღვრე ქვეყნებთან, რათა დადგინდეს საქართველოს საზღვრები ბოლოსდაბოლოს…”