9 აპრილი, 2021

მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიაზე

მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები და განუყრელი მეგობრები იყვნენ.

მერაბმა ზვიადს ულამაზესი ლექსი უძღვნა:

“მეგობარ ზვიადს

შენი სამშობლო არის სულეთი
სხვა სრა-სასახლე, ძმაო, ნუ გინდა.
დე, ხალხის თვალში დარჩი სულელი,
მამის წინაშე იყავი წმინდა.
დაე, გფარავდეს ვარსკვლავთ კრებული
და მიქაელის ცეცხლის მახვილი,
დაე, ღირსად გვცნონ, იქმნა ვნებული,
წმინდა ზვარაკის ტკბილი სასმელით.
არ მიიკარო მწიკული ზადის
შენი ტანია თვით ეკლესია,
სცან ღაღადისი, გზა განიმზადე,
დედამიწაზე დადის მესსია!”