10 აპრილი, 2021

მერაბ კოკოჩაშვილს გულს სტკენენ

კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს გულს სტკენენ.

შემოქმედი მუშაობს ახალ ფილმზე “ტერცო მონდო”. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჟისორის ახალ ნამუშევარში შესაძლოა ჟერარ დეპარდიემ ითამაშოს. ამის გამო, მერაბ კოკოჩაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ და პუტინის მონის ფილმში მიწვევისთვის ლანძღავენ.

ბაკურ ბაკურაძე – რეჟისორი, მხატვარი, დიზაინერი:

“მერაბ კოკოჩაშვილი არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე და სიმბოლო როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველი და უდიდეს წინაპართა ღირსეული შთამომავალი. სადაც მერაბ კოკოჩაშვილია თავისი ადამიანობით, სულით, ნიჭითა და კაცობით იქამდე მდაბიოთა ხმა ვერ აღწევს ვერა!

P.S. დაზუსტება: მდაბიოა ყველა, ვინც შეეცდება მერაბ კოკოჩაშვილის და მისი სიმაღლის ქართველების ჩარეცხვას ან შეურაცხყოფას!”