ილოცეთ კახი კავსაძისთვის

ილოცეთ კახი კავსაძისთვისთეატრისა და კინოს მსახიობი კახი კავსაძე რამდენიმე კვირაა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

85 წლის მსახიობი უახლოეს პერიოდში საავადმყოფოში მეორედ მოხვდა. პირველად მან გამოჯანმრთელება შეძლო, ამჯერად კი სიცოცხლისთვის იბრძვის.

როგორც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ ხელოვანის გადასარჩენად.

– ილოცეთ კახი კავსაძისთვის, რომ ღმერთმა გამოაჯანმრთელოს! – სთხოვენ საზოგადოებას მსახიობის გულშემატკივრები.