18 აპრილი, 2021

დინა მირცხულავას მნიშვნელოვანი გზავნილი

ნოველისტი დინა მირცხულავა იმიტომაც უყვარს ათასობით მკითხველს, რომ თითოეულ ფრაზაში სიმართლის მარცვალია, მისი ჩანაწერები არ არის ყალბი და მკითხველი ამას ყველაზე მეტად აფასებს.

დინა მირცხულავა:

“როცა იცი, შენი ბედნიერებით ვიღაც უბედურია, ჩუმად იყავი…ნუ იყვირებ…

რა თქმა უნდა, ყველას აქვს ბედნიერების უფლება, მაგრამ ამის ყვირილის უფლება ყველას არა აქვს.

ჩვენ რამდენიმეჯერ ვკვდებით და მერე სიცოცხლესაც თავიდან ვიწყებთ, ამიტომ არ მიკვირს, როცა ადამიანები ახალ ცხოვრებას, ახალ ურთიერთობებს იწყებენ…

მაგრამ ხომ შეიძლება, ერთმანეთის გულებზე არ გადავიაროთ?!

ყოველი გადარჩენილი ადამიანის უკან დგას ერთი ვერგადარჩენილი ადამიანი…

ყოველი ბედნიერის უკან 2 ერთი უბედური და ყოველი გამარჯვებულის უკან 2 ერთი დამარცხებული…

ჩუმად, ადამიანებო, ჩუმად…”