16 აპრილი, 2021

ბესო ზანგური დაისაჯა

რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ბესო ზანგური მიმდინარე თეატრალური სეზონის ყველა სპექტაკლიდან მოხსნეს. მის ნაცვლად სპექტაკლებში სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ შერჩეული მსახიობი ითამაშებს.

შესაბამისი ბრძანება უკვე გამოცემულია და მას ხელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა აწერს. დოკუმენტის გამოცემამდე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბესო ზანგურს რუსთაველის თეატრის სასწრაფოდ დატოვება ურჩია.

ბესო ზანგური, მსახიობი:

“როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია მინდა იცოდეთ…
გაიხარეთ.”