მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ და მოგზაურმა გურამ შეროზიამ ერთობლივი სიმღერა “მომენატრები” ჩაწერეს. მისი ავტორი გურამ შეროზიაა.
სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპის გავრცელება ერთი ძალიან კარგი ამბით დასრულდა – თავშესაფარში გადაყვანილი ბებო, რომელსაც წლების განმავლობაში ვერ პოულობდა, შვილთაშვილმა სწორედ ბარბარასა და გურამის კლიპში აღმოაჩინა.
ბარბარა სამხარაძე:
“არ ვიცი ეს ამბავი როგორ დამთავრდება, მაგრამ, ფაქტია, ჩვენმა სიმღერამ თავისი მისია შეასრულა.
ქალბატონს მოხუცთა თავშესაფრიდან, შვილთაშვილი გამოეხმაურა.
უზომოდ ბედნიერი ვარ!”

ესეც ვიდეორგოლი ბარბარა სამხარაძისა და გურამ შეროზიას სიმღერაზე:
