2 აპრილი, 2021

ალექსანდრე ზაზარაშვილს დიდი ხნის ოცნება აუხდა

მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილს ძალიან დიდი ხნის ოცნება აუხდა. უკრაინული “ვოისის” გამარჯვებული მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ვოკალის პედაგოგთან შეროლ პოსტერთან ერთად მუშაობს:

“ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება ახდა! დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი ნებისმიერი ქვეყნიდან, ქალაქიდან, თუ სოფლიდან, იცნობთ ამ ლეგენდა ადამიანს – შეროლ პორტერს. მე გავიცანი შეროლი და შემიყვარდა, პირველ რიგში, მისი სასწაული ადამიანობით, როგორიც ძალიან იშვიათია მსოფლიოში! რამდენად თბილი, საყვარელი, იმედის მომცემი ადამიანია!

მან ჩემი ცხოვრება ასი პროცენტით ამოატრიალა (კარგის მხრივ). ძალიან მინდოდა ეს ამბავი გამეზიარებინა, მაგრამ აქამდე არ შემეძლო! უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ უბედნიერესი ვარ! ახლა კი დაელოდეთ ვიდეო გაკვეთილს მის იუთუბ არხზე რამოდენიმე თვეში!

და მთავარი – ეს არ არის მხოლოდ ჩემი წინსვლა, მეგობრებო! ეს ჩვენი, ქართველების, უდიდესი წინსვლაა!”