10 მარტი, 2021

ვახტანგ მაჭავარიანი: “ამას ვიმკით ეხლა”

მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს წარმოუდგენელ უკუღმართობას უწოდებს:
“ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, წარმოუდგენელი უკუღმართობაა!

რასაც დასთეს, იმას მოიმკი. განურჩევლად ყველა, ვინც ღებულობდა მონაწილეობას პირველი და საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამხობაში, არიან დამნაშავენი; ქვეყნის, ერის და ხალხის წინაშე. ამას ვიმკით ეხლა და თან არ გვინდა, რომ მოვინანიოთ.

ისინი, ვინც ამ განუმეორებელ უზნეობაში მონაწილეობდნენ, ჩემი ხედვით არიან “შმოკები”, (ზოგიერთ მათგანს ვიცნობ პირადად). იმედია იცით, თუ რას ნიშნავს სიტყვა “შმოკ”. ასე დარჩებიან ისინი საქართველოს ისტორიაში და მატიანეში.”

კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას შვილი:

“დიახ, მაესტრო, მთავარია დღეს მოვახერხოთ გაცნობიერებაც და შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნაც. ყველამ ერთ ჰანგზე რატომ იმღეროს, მაგრამ ერთი-ორი სტრატეგიული საკითხი მაინც უნდა იყოს, რაზეც ერი შეთანმხდება. დევიზი უნდა იყოს “შეინარჩუნე ქართული სახელმწიფო, ნუ ჩამოშლი მას”. ყველა, ვინც ჩამოშლაზე, სახელმწიფოს ეფექტურობის განოლებაზე, მისთვის ძირის გამოთხრაზე ან შიდაომის გაჩაღებაზე მუშაობს, რომელ ბანაკსაც და პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, არის პუტჩის ავაზაკი და გამყიდველი, ვისაც სურს რუსეთმა დაიწყოს აქ “ჩერნოვის გეგმის” განხორციელება და ერთიანი სახელმწიფოს ლიკვიდაცია.

დღეს ქვეყანა კავკასიური ცარცის წრეში ჩაყენებული ბავშვივითაა, რომელიც უნდა გაიგლიჯოს. დასავლეთმა უნდა შეასრულოს აზდაკის ფუნქცია. ვინც ეწინააღმდეგება მის აზდაკობას, ისიც პუტჩის ავაზაკია.”