10 მარტი, 2021

უმსგავსობა ახატნის მცირე ეკლესიაში

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სოფელ ახატნის მცირე ეკლესიაში უმსგავსობა ხდება.

ინფორმაციას და ფოტოებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:

“თვალი არ გატყუებთ, ეს უმსგავსობა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სოფელ ახატნის მცირე ეკლესიაში ხდება. კომპლექსში ორი ეკლესიაა, უმოქმედო მცირე ეკლესიაში (ფოტოზე მარცხნივაა) კი ვიღაცამ საცხოვრებელი მოიწყო. საკურთხეველი შეშის საწყობადაა ქცეული.

საპატრიარქო, როგორც მესაკუთრე არ უფრთხილდება და ყურადღებას არ აქცევს ძველ ეკლესიებს ეს არახალია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც სძინავს. არანაირი ინსპექტირება, არანაირი მონიტორინგი, ეროვნულ საუნჯე ბედის ანაბარადაა მიტოვებული.

P. S. დიდ ეკლესიაში, რომელიც მოქმედია და უნიკალური მე-12 საუკუნის ფრესკებითაა შემკული, ზედ წმინდანთა გამოსახულებებზე ვანდალურად და მკრეხელურად დაჭედებულია ლურსმნები და დაკიდულია ხატები. წარმოგიდგენთ ფოტომასალას.

სოს!!! ახატანი.”