უმაღლესი თანადგომა მარგარეტ დაიაურს

უმაღლესი თანადგომა მარგარეტ დაიაურსმარგარეტ დაიაური შატილის სკოლის მასწავლებელია. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის მშობლიურ მხარეში დაბრუნება და მომავალ თაობებთან მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. უდიდესმა თანადგომამ კი მას საყვარელ კუთხეში დარჩენა საბოლოოდ გადააწყვეტინა:

“მახსოვს,
პირველი წელი,
189 ლარს ვიღებდი ანაზღაურებას,
რომელიც არაფერში მყოფნიდა,
აღარ ვიცოდი მომავალი წლიდან,
ჩემს ბავშვებთან დავრჩენილიყავი თუ
წავსულიყავი თბილისში და
ნორმალური რესურსი მქონოდა.
ზუსტად ამ დროს, სრულიად უცხო ადამიანმა,
ჩემთვის სასურველი ხელფასი შემომთავაზა, ყოველ თვე, ოღონდ შატილში დავრჩენილიყავი ჩემს ბავშვებთან,
ეს იყო თანადგომის უმაღლესი გამოვლინება. ცხადია უარი ვუთხარი,
მისი შრომის ნაწილს ვერანაირად ავიღებდი,
თუმცა ზუსტად ამ დამოკიდებულებისთვის,
არ წამოვედი სკოლიდან და
ბავშვების და საკუთარი კუთხის სიყვარულისთვის,
გავაგრძელე მუშაობა სკოლაში,
იმიტომ, რომ ცხადად დავინახე,
ვიგრძენი, რომ არიან ადამიანები, რომელთაც მართლა აინტერესებთ, მართლა უხარიათ
და უნდათ, რომ ჩემი საყვარელი საქმეები,
ჩემს საყვარელ კუთხეში ვაკეთო.”