12 მარტი, 2021

საზეპირო მერაბ კოსტავასგან

ეროვნული გმირისა და პოეტის მერაბ კოსტავას ჩანაწერებში თითქმის შეუძლებელია საუკეთესოს გამორჩევა.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

,,საკუთარ თავზე ბევრი იმუშავე. სრულყავი იგი ზნეობრივად გონებრივად.

საკუთარი ცოდნით ნუ გაყოყოჩდები, ნუ დასცინებ და ზემოდან ნუ დაუწყებ ცქერას შენზე დაბლა მდგომებს, არაფრით არ აგრძნობინო შენი უპირატესობა.

გარშემომყოფებში დადებითი თვისებები ეძიე, ვიდრე უარყოფითი. ნურავისზე ბოღმას გულში ნუ ჩაიდებ, გიხაროდეს რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდები ცხოვრებაში შენზე უფრო ღირსეულს, რადგან იმათგან მოდის სტიმული შენივე და სხვათა წინსვლისა.

გამოიმუშავე შენში ხასიათის სტაბილურობა: ცოცხალი, ნათელი, მხიარული, სერიოზულობის ნიშნით აღბეჭდილი, მრავალგზის ნაწრთობი ფოლადივით.”