12 მარტი, 2021

ნატო გელაშვილის საამაყო ამბავი

მომღერალი და არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი ნატო გელაშვილი აცხადებს, რომ ქართველობით და მართლმადიდებლობით ამაყობს:

“მე ვარ ქართველი… მართლმადიდებელი და ვამაყობ ამით… მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი. მისი შავ-თეთრი ფერებით… ახლოს ვხედავ და ვარჩევ სხვა ქვეყნების ფერად ფერებსაც, თუმცა თვალს ვერ მჭრის იმ დონეზე, რომ დამავიწყდეს.. ვინ ვარ.. საიდან მოვდივარ.. და რა გზით უნდა ვიარო… რომ ტრადიციების მიმდევარი პიროვნება ვარ, იმ ქართული ტრადიციებისა, რაც ისტორიულად ჩამოყალიბებულია და თაობიდან თაობაზე გადაცემულა თავისი წარმოდგენებით, რიტუალებით, ადათებით, წეს-ჩვეულებებით, ყოფაქცევის ნორმებით…

ვფიქრობ, პიროვნება ტრადიციას კი არ უნდა ინარჩუნებდეს, არამედ ის თავისით უნდა ნარჩუნდებოდეს მასში იმიტომ, რომ კარგია და სასარგებლო. ძალით შენარჩუნებული ტრადიცია დოგმატიზმია, ხოლო დოგმატიზმი — პრიმიტივიზმი. მე ქართველი ვარ… ტრადიციების მიმდევარი.. და ჩემში გასისხლხორცებულია ეს ყველაფერი. და არ მესმის, რატომ გვრცხვენია ტრადიციულობის… ან რატომ გვახსენდება მაშინ, როცა გვჭირდება.. მთელი მსოფლიოს ევროპული ქვეყნების ყოფიერებაც და განვითარებაც ხომ იმ ქვეყნების ტრადიციულობაზეა აწყობილი..

რატომ გვავიწყდება, რომ… სარკეში ჩახედვისას თუ რაიმე არ მოგვწონს… სარკის ბრალი კი არ არის… არამედ მიზეზი არ “მოწონებისა” საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ… და არ უნდა ვიბორიალოთ აბსურდების ლაბირინთებში…”