30 მარტი, 2021

ნატო გელაშვილის დალოცვა

მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი თავის ერთგულ მსმენელს ულამაზეს ლექსს უზიარებს, რომელსაც “დედის დალოცვა” ჰქვია:

“მე დღეს თუ არა, ხვალ მაინც შევძლებ
გიყიდოთ სახლი კამკამა, თეთრი
მთელი ცხოვრება ლურჯ ზღაპარს ვეძებ
და მზესთან ერთად იმედით ვდგები.
მე დღეს თუ არა, ხვალ მაინც შევძლებ
ბევრჯერ ნატკენი გავშალო ფრთები
მთელი ცხოვრება ვაშენე თითქოს
თუმღაცა მხოლოდ ნანგრევებს ვხვდები.
მე დღეს თუ არა, ხვალ მაინც შევძლებ
გიყიდოთ სახლი ნათელი ბედის,
რომ სიყვარულით მოგირთოთ ეზო,
რომ არ მოგაკლოთ დალოცვა დედის.
მე დღეს თუ არა, ხვალ მაინც შევძლებ
მე დღეს თუ არა, ხვალ მაინც გეტყვით,
რომ ცხოვრებაში არაფერია
ამ სიყვარულზე დიდი და მეტი.”