9 მარტი, 2021

ლია კაპანაძის უმთავრესი სურვილი

მსახიობ ლია კაპანაძის უმთავრესი სურვილი ძალიან მარტივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან რთულია.

ხელოვანს დამშვიდებული საქართველოს ნახვა სურს:

“ღმერთო, ისე არ წავიდე ამქვეყნიდან, რომ ჩემი საქართველო დამშვიდებული არ ვნახო, ძალიან მიყვარს და გეფიცებით, მეტირება ხოლმე.

ვიცი, დროს მოაქვს ყველაფერი, მაგრამ მეშინია, ჩვენ ვდგევართ კოსმოსის წინაშე. ადამიანი არასდროს უფრთხილდება იმას, რაც ღმერთმა მისცა.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთად ყოფნა. ნუ გვინდა გახლეჩილი საქართველო. არ მიყვარს პოლიტიკა, მაგრამ ეს ჩემი სურვილია და რომ არ მეთქვა, არ შემეძლო.

საოცარი სიცარიელე მეუფლება, თითქოს აღმოვჩნდი მარტო სადღაც, სადაც არაფერი არ არის გარშემო, თითქოს უდაბნოში ხარ, მაგრამ მაინც ოპტიმისტი ვარ.

ვიცი, რომ უკვე ნელ-ნელა მეორე ნაპირზე გადავდივარ და სანამ იმ მეორე ნაპირზე გადავალ, მაინც ახლის მოლოდნი მაქვს.”