კულტურული მემკვიდრეობა უდიდესი საფრთხის ქვეშაა

კულტურული მემკვიდრეობა უდიდესი საფრთხის ქვეშაასაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სავალალო მდგომარეობაზე ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:

“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა უდიდესი საფრთხის ქვეშაა

კულტურის მინისტრი წულუკიანი არის მატყუარა და სამარცხვინო ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობა და უმოქმედობა შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ავარიული ორასწლოვანი უნიკალური შენობის რეაბილიტაციის არ ჩატარების და მუდმივი ცრუ დაპირებების გამო, რომ აი ახლა დაიწყება რეაბილიტაცია, აი მალე იქნება, ამასობაში წლები გადის და მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციას არ დაადგა საშველი, არადა ორ საუკუნოვანი შენობა ლამისაა თავზე ჩამოგვენგრეს და მიწისქვეშა წყლებმა რასაც ჰქვია, ჩაალპო და ნესტს მიაქვს მუზეუმი, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის იქ დაცულ მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურს, ამიტომ მუზეუმის ადმინისტრაციის ქმედება, რომ დაცვისა და გამოფენისათვის ექსპონატთა ნაწილი გადაეტა ეროვნული მუზეუმის სხვა შენობებში, იყო სავსებით სწორი. შესაბამისად, რაც დარჩა ხელოვნების მუზეუმში, ისიც დაუყოვნებლივ იქნეს გადატანილი დროებით ჯანაშიას მუზეუმში და სახელმწიფომ სასწრაფოდ დაიწყოს ხელოვნების მუზეუმის უნიკალური ავარიული შენობის რეაბილიტაცია და მუზეუმის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაწყებული მიშენების, რომელუც არაშენდად იქცა, დასრულება, რომ ხელოვნების მუზეუმმა შესძლოს ღირსეულად და უსაფრთხოთ უნიკალური საუნჯის ექსპონირება და დაცვა. მიქიაშვილების ნაირი ავანტურისტები კი შორს მუზეუმისგან და სამინიტროსგან!

სამარცხვინო ხარ, წულუკიანო. ჯერ იყო და განაცხადე, გელათში პრობლემები 2008 წლიდან დაიწყოო, როცა გელათი ღვთისმშობლის და წმ. გიორგის ტაძრების გადახურვა დაიწყო 2014 წელს, ხოლო მანამდე წარმატებით და სანიმუშოდ ხორციელდებოდა გელათის რეაბილიტაცია, გაკეთდა აკადემიის, გალავნის კარიბჭის, აღმაშენებლის აკლდამა-კარიბჭის, გაბრიელ ეპისკოპისის სახლის რეაბილიტაცია და ფრესკების ნაწილის კონსერვაცია. მაგრამ იმის ნაცვლად რომ აღიაროს ოცნების მმართველობისას ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ცდილობს სააკაშვილის პერიოდისკენ ისროლოს კენჭები. ამიტომ საჯაროდ ვამბობ, რომ ესაა უღირსი, არაკვალიფიციური პოლიტიზირებული კადრი კულტურის მინისტრის თანამდებობისთვის, რომელიც ყველანაირ სიბინძურეზე და სიცრუეზე ხელის მომწერია. და კიდევ, ტვ ობიექტივი და ინაშვილი-მიქიაშვილი და მათ უკან ატუზული ბინძური კამანდა არსად დაეკარგოს

ფეხზე დადგეს მთელი კულტურული საზოგადოება და დაიცვან საქართველოს ეროვნული მუზეუმი ამ ბინძური, აფერისტი მავნებლებისგან! დროზე დაიწყოს სახელმწიფომ წლობით გაჭიანურებული ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი!”