გიორგი გასვიანის სამართლიანი მოთხოვნა

გიორგი გასვიანის სამართლიანი მოთხოვნამსახიობი გიორგი გასვიანი სრულიად სამართლიანად მოითხოვს, რომ საზოგადოებას მედიამ გააცნოს ის ადამიანები, ვინც თავისი გმირობით ნამდვილად სამაგალითოა:

“მაშინ ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, პაოლო იაშვილი – საბჭოთა პერიოდის მსხვერპლნი იყვნენ… რეჟიმის, ტოტალიტარიზმის და ოკუპაციის შეურიგებელნი! დღეს ხომ დამოუკიდებელია ეს ქვეყანა… 30 წელია! მაგრამ, მათზე ერთი ნორმალური ფილმი, სერიალი, ეპოქის აღწერა ვერ შევძელით!..

რას გადმოსცემს მედია 30 წლის მანძილზე? აქცია-გაჭირვება-დაპირისპირება-აქცია-გაჭირვება-გადადექი! – მერე მიდის ჭიდაობა დაულაგებელ დემოკრატიაზე, ამაზე, იმაზე – მილიონი უბედურება ყოველ დღე!

სად არის გმირი ლეგენდების სახელები? რატომ არ ხდება მათი მხატვრული, ან დოკუმენტური პოპულარიზაცია დღევანდელი თავისუფალი გადასახედიდან?

თავისუფალი სახელმწიფო, აბა, როგორ უნდა შედგეს?

ახალმა თაობებმა ვისგან მიიღონ მაგალითები? ტიკტოკერებისგან? რას ვერჩი ტიკტოკერებს, მაგრამ სათქმელს მიმიხვდებით ვიცი.”