6 მარტი, 2021

ერლომ ახვლედიანი სამშობლოზე

მწერალი, სცენარისტი, კინოდრამატურგი და პუბლიცისტი ერლომ ახვლედიანი ამტკიცებს, რომ სამშობლო ცოცხალი არსებაა და კარგად გრძნობს და ხედავს ვის უყვარს იგი:

“სამშობლო ცოცხალი არსებაა და ნურავინ დაიმშვიდებს თავს, რომ მას არ ესმის, ვერ ხედავს, ან ვერ გრძნობს, ვის უყვარს იგი.

არა ყოველი, ვინც გაიძახის, – მიყვარს სამშობლო! – სამშობლოს მოყვარულია, ან ესმის, რა არის სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარული.

შენ კი გგონია, რომ გიყვარს სამშობლო, მაგრამ თუ დაფიქრებულხარ იმაზე, ხარ თუ არა მისი სიყვარულის ღირსი.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, მოვიგონოთ ჩვენი სულმნათი მეფე დავით აღმაშენებელი, როდის უფრო უყვარდა მას სამშობლო – „ოდესაც სოფლის კიდეთა ეძებდა დაპყრობად და გარდახდა საზღვართა და შეერთო სახლი სახლსა და აგარაკი – აგარაკსა და უუძლურესთა ართმევდა მათ ნაწილს და იღვწოდა უმეზებლობასა და ვითარცა მარტოი მკვიდრობდა ქვეყანასა ზედა“, – თუ მაშინ, როდესაც ყოველივე ეს შეინანა?

თუ მხოლოდ პირველი ნიშნავს სამშობლოს სიყვარულს, მაშინ რაღას ვერჩით და განვიკითხავთ რუსეთს?”