23 მარტი, 2021

ბიბი კვაჭაძის მნიშვნელოვანი მოთხოვნა

მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე იმ მნიშვნელოვან მოთხოვნას ასაჯაროვებს, რომელიც თითოეული მუსიკოსისთვის და მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია:

“საქართველოს მთავრობა – თუ მთავრობა ხარ, იზრუნე ჩვენზე, მუსიკოსებზე და მოქალაქეებზე, რომლებიც კომენდანტის საათის გამო უმუშევრები დავრჩით და შემოსავალი ნული გვაქვს!

ღამის 12-დან დილის 5-მდე გადაიტანეთ კომენდანტის საათი და შეგვიწყვეთ ხელი, რომ 12-მდე ვიმუშავოთ.
ჩვენ შვილები და ოჯახი გვყავს სარჩენი და უმუშევრობის გამო, ფინანსურ კრიზისში ვართ.

და თუ არ ხარ მთავრობა – გვითხარი და გვეცოდინება, რომ შენი იმედი არ უნდა გვქონდეს!”