5 მარტი, 2021

ბერლინის კინოფესტივალის ჯილდო ქართულ ფილმს

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი “ბერლინალე 2021” წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველო ბერლინალეს მთავარ კონკურსში დაბრუნდა. ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ონლაინ დაჯილდოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ ჯილდოები გასცა.

ალექსანდრე კობერიძის ფილმმა ფიპრესის ჯილდო მოიპოვა.