22 თებერვალი, 2021

ზურა დოიჯაშვილი საქართველოში დაბრუნდა

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაცვლილი.

თბილისის აეროპორტში მას მეგობრები, კოლეგები და უახლოესი ადამიანები დახვდნენ.

ზურა დოიჯაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ანჩისტახის ტაძარში 24-25 თებერვალს გაიმართება.

მომღერალს საბურთალოს სასაფლაოზე 25 თებერვალს დაკრძალავენ.