“ვეფხისტყოასანი” 31 ენაზე

სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ორჰან ბერიძე აცხადებს, რომ მათ შეგროვილი აქვთ 31 ენაზე ნათარგმნი “ვეფხისტყაოსანი”:

“შეგროვილი გვაქვს 31 ენაზე “ვეფხისტყაოსანი”.

ჩვენს ასოციაციაში ინახება საქართველოდან, კერძოდ, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ცარიელი წიგნი, რომელიც უნდა შეივსოს ხელნაწერით და შეიქმნება პირველი ხელნაწერი “ვეფხისტყაოსანი”.

ასევე ჩვენც გავეკეთეთ პატარა ცარიელი წიგნი, რომელიც წავიღეთ ისტორიულ ჰერეთში, წიგნი ინახება კახში და ივსება იქაური ქართველების მიერ.

სულ ახლო მომავალში გვექნება ორი ეგზემპლიარი ხელნაწერი “ვეფხისტყაოსნისა”.