უმნიშვნელოვანესი ჯილდო ნინო კასრაძეს

უმნიშვნელოვანესი ჯილდო ნინო კასრაძესრუსთაველის თეატრის მსახიობსი ნინო კასრაძეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო მიანიჭეს.

ხელოვანმა 2021 წლის წიგნის ქომაგის ჯილდო მიიღო. ჯილდო ნინო კასრაძეს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მიანიჭა.

წიგნის ქომაგის ჯილდო მსახიობს თანამედროვე ეპოქაში წიგნისა და კინოს, თეატრის სფეროების დაახლოებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში ახალი გზებისა თუ საშუალებების ძიებისთვის გადაეცა.

ნინო კასრაძემ დააარსა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში პროექტი “მსახიობები ლიტერატურისთვის”. იგი წლების განმავლობაში მართავდა შეხვედრებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ქართული და უცხოური ლიტერატურის წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში წიგნის კითხვის ინტერესის გაღვივებას.

მსახიობი მუდმივად იყო ჩართული კლასიკური და თანამედროვე ქართული პოეზიის მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციაში, გეგმავდა და ახორციელებდა პოეტისა და მხატვრის, ესმა ონიანის თეატრალიზებულ საღამოებს.