23 თებერვალი, 2021

თემურ წიკლაურის კლიპი უკანასკნელ სიმღერაზე

მომღერალმა თემურ წიკლაურმა თავის უკანასკნელ სიმღერაზე კლიპი გადაიღო, თუმცა მისი დასრულება და ათასობით მაყურებლისთვის წარდგენა ვერ მოასწრო.

სიმღერა “ყველას რადა ჰკლავ სიკვდილო, რად არ თვითონა ჰკვდებიო” იოსებ ბაიაშვილის ლექსზე კომპოზიტორმა ნუგზარ თუშიშვილმა დაწერა, კლიპი კი ბესო ჩუბინიძემ გადაიღო:

“თემოს გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება გვქონდა დაგეგმილი. მერე მოულოდნელად ორივე კოვიდით დავავადდით – ორივე კლინიკაში მოვხვდით – 22 დეკემბერს შევთანხმდით, რომ გამოვიდოდით, აუცილებლად დაგვემთავრებინა დაწყებული საქმე…

დავამთავრე… თემოს გარეშე…

ეძღვნებათ შინდისის ომის გმირებს… აყურებინეთ ყველა ქართველს დედამიწაზე…”