4 თებერვალი, 2021

თემურ წიკლაურის გამორჩეული ვიდეო

მომღერალ თემურ წიკლაურის შემოქმედებაში თითქმის ყველა სიმღერა გამორჩეულია. თუმცა სიმღერა “გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ” – მისი სიმღერებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა.

ვიდეო, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, გასული წლის 9 აპრილს არის გადაღებული. ამ დღეს მომღერალმა ინტერნეტ-კონცერტი გამართა და კორონა ვირუსის გავრცელების გამო, თავის ერთგულ მსმენელს დისტანციურად მოეფერა.

სამწუხაროდ, თემურ წიკლაური სწორედ კორონა ვირუსმა იმსხვერპლა.