1 თებერვალი, 2021

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა.

75 წლის ხელოვანი დაავადებას გორის ჰოსპიტალში ებრძოდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ინფორმაცია თემურ წიკლაურის შვილიშვილმა ანდრია გოგიბედაშვილმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა ბაბუაჩემი, თემურ წიკლაური.”