14 თებერვალი, 2021

სიმართლე ზურა დოიჯაშვილზე ეკა კვალიაშვილისგან

მომღერალი ეკა კვალიაშვილი კოლეგას – ზურა დოიჯაშვილს ემშვიდობება და იმ მწარე სიმართლეზე საუბრობს, რომელიც უსაყვარლეს მომღერალს დაატყდა თავს:

“რატომ ხდება ასე, საკუთარ ქვეყანაში დააავადეს ადამიანი გაჭირვებისგან და ნერვიულობისგან, გააქციეს უამრავი ადამიანი და განსაკუთრებით ხელოვანები… სხვა ქვეყნებმა დააფასეს და შემდეგ საკუთარში მოღალატეები უწოდეს, შეიწირეს, ნოსტალგიით თუ განცდებით, დაუმსახურებელი მოპყრობით და ჭორებით. იმის მაგივრად, სიყვარული მიეცათ ადამიანებისთვის, იმის მაგივრად მოფერება და სითბო გაეცათ…. დააავადეს, და….

მაინც გიჟდებიან მკვდრებზე, ხო და მაგ დროს გრძნობენ მხოლოდ პრივილეგიას, რომ თვოთონ ცოცხლები არიან და ის ვიღაც უკვე აღარ არის! ხო და ისეთი ვარ, არ იცით. მე ეკა კვალიაშვილს ნეტავ მქონოდა საშუალება და თავი იმის, მქონოდა ფინანსური დამოუკიდებლობა, რომ ზურას დავხმარებოდი, ნეტავ ცოცხალი ჩამოსულიყო,
ნეტავ საერთოდ არ წასულიყო…. მოკლე, ვისაც შეეძლო და არ მიაქცია ყურადღება ზურა დოიჯაშვილს, ვინც ფეხზე დაიკიდა ადამიანის სიცოცხლე და საერთოდ ადამიანები, იცოდეთ, კარმა არსებობს, კარმა კი ბუმერანგია და ელოდეთ.

მოკლედ, ჩვენი ზურა დოიჯა, ჩვენი უსაყვარლესი, უკეთილშობილესი და საოცარი ზურა აღარ გყვავს.

და არ გაბედოს არავინ და არც კი დაასველოს სიტყვა ცუდი და ავადმყოფობას კოვიდი არ მიაწეროს თორემ, პირადად მე გავცემ პასუხს და, ვაი, მას, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. დღეს ზურა აღარ გყვავს ფიზიკურ სხეულში, ჩვენი ზურა, ჩვენი ზურიკო. ნათელში გამყოფოს ღმერთმა ჩვენო ზურიკო… ძალიან მიყვარხარ…”