18 თებერვალი, 2021

სერგო ზაქარიაძე კონსტანტინე გამსახურდიაზე

მსახიობი სერგო ზაქარიაძე კლასიკოს მწერალზე კონსტანტინე გამსახურდიაზე თავის მოგონებებში წერდა:

“რაიმე ვითარებას შეუძლია წაიყვანოს იგი შენგან შორს, წლებით თუ მანძილით, და ამ დროს ის ხდება სევდიანი. გცილდებათ თქვენ, ჩაკეტავს თავის რაღაც მიჯნას და ტრიალებს იქ მარტო.

სრულიად დარწმუნებული ვარ, ჯერ არ ჰყოლია ისეთი მეგობარი ან სისხლით ნათესავი, რომელსაც კონსტანტინე ამ მიჯნის იქეთ გაიყოლებს, და თანხლების ნებას მისცემს.

ამ თავის სამყაროში აუცილებელად მარტოა სულით და გარეგანი მისი გამოსახულება თქვენთან რჩება, როგორც უსულო საგანი, ნივთი.

თავად არ არის ისეთი, როგორადაც გვეხატება. ეს მისი საბურველია – მასკა და მანტია. როდესაც ის თავის სამყაროში მარტო ცურავს, ეს მანტია მიჯნის აქეთ აქვს დადებული კი არა, დაგდებული…”